geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში მე-20 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ენასა და ლოგიკაში გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა, ვენის უნივერსიტეტის პროფესორის მათიას ბააზის ხელმძღვანელობით.

 

სკოლა ორგანიზებულია ვენის კურტ გოედელის საზოგადოებისა და თსუ-ის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტთან არსებული ცენტრის „ენა, ლოგიკა, მეტყველება“ მიერ. მის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ უახლეს მიღწევებს ენათმეცნიერებაში, ლოგიკაში და ლოგიკურ პროგრამირებაში.

 

წელს სკოლაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 100-მდე სტუდენტი.

 

სკოლამ უკვე თსუ-ის მრავალ სტუდენტს მისცა შესაძლებლობა ვენის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების, სადაც ისინი წარმატებით განვითარდნენ და დღეს როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მუშაობენ.

თარიღი: 09/09/2026